Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო ახალგაზრდული ორენოვანი სამეცნიერო რეფერირებადი ონლაინჟურნალის „მილენიუმის“ პრეზენტაცია

2025 წლის 26 სექტემბერს, 18.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (I კორპ. აუდიტ. N 206,) გაიმართება საერთაშორისო ახალგაზრდული ორენოვანი სამეცნიერო რეფერირებადი ონლაინჟურნალის „მილენიუმის“ მესამე ნომრის პრეზენტაცია.

ჟურნალი 2023 წელს დაარსდა, თუმცა ჟურნალის პირველ ორ ტომში გამოქვეყნებული სტატიების აკადემიური ხარისხის გათვალისწინებით და ჟურნალის აკადემიური პოლიტიკის შეფასების საფუძველზე  2025 წლის იანვარში „მილენიუმი“ შევიდა ERIHPLUS-ის საერთაშორისო ბაზაში. ჟურნალის მესამე ტომი აგრძელებს აკადემიური კეთილსინდისიერებისა და ევროპის ღია მეცნიერების პრინციპების დაცვას და საერთაშორისო საზოგადოებას სთავაზობს ჟურნალის ახალ, მესამე ტომს ქართველ და უცხოელ ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევის შედეგებით, რომელიც მოიცავს ისეთ დისციპლინებს, როგორიცაა: ენათმეცნიერება,  ექსპერიმენტული ფონეტიკა, ფილოსოფია, პოლიტიკური ლინგვისტიკა, თარგმანმცოდნეობა, დიგიტალური რუსთველოლოგია, ეთნოლინგვისტიკა. 

ჟურნალის პრეზენტაციას გაუძღვებიან: ჟურნალის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, პროფ. მანანა თანდაშვილი, ჟურნალის მთავარი რედაქტორი დოქტ. მარიამ ყამარაული და აღმასრულებელი მდივანი დოქტ. გიორგი ჯღარკავა.

https://adh.ge/millennium-ge/